სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით მის მიერ ადრე გაკეთებული განცხადების თაობაზე განმარტებებს აკეთებს

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით მის მიერ ადრე გაკეთებული განცხადების თაობაზე განმარტებებს აკეთებს. როგორც სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის ყოველთვის ამბობდა, რომ ომი საუკუნის წინ რუსეთმა დაიწყო.
„ტერმინებში უნდა ვიყოთ სწორი. მე ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ, რომ ომი დაიწყო საუკუნის წინ, რუსეთმა.
ჩვენ იმ დროს(2008 წელს) ჩავერთეთ რუსეთის პროვოკაციაში და წავედით ამ საომარ ვითარებაში, საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი საომარი ვითარების. ეს არის ყველასთვის ცნობილი და ოფიციალური ვერსია. ომის ტრაგედია არის ჩვენი ტრაგედია და როგორც პრეზიდენტი, ერთ რამეს გეტყვით, რომ პროვოკაციებში, რომლებზედაც გვაფრთხილებდნენ მაშინ ამერიკელები, ჩვენი პარტნიორები და ევროპელები, პროვოკაციებს არ აყვები იმიტომ, რომ როცა ხარ პატარა ქვეყანა, შენს მტერზე უფრო ჭკვიანი უნდა იყო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს საელჩო – რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბორდერიზაციის პოლიტიკას განაგრძობს, ისინი აშორებენ ოჯახებს, მეზობლებს
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი – ძალიან ვაფასებთ იმას, რომ ჩვენი მეგობრები, დასავლელი პარტნიორები ჩვენთან ერთად არიან