სალომე ზურაბიშვილი: 1700 წლის წინ შემოვიდა ნინო საქართველოში

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოსახლეობას დღევანდელი დღე ფოკიდან მიულოცა.

სალომე ზურაბიშვილი წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღისადმი მიძღვნილ ლოცვით მსვლელობას შეუერთდა.

„მინდა ყველას, სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. წმინდა ნინო ფარავდეს საქართველოს და ჩვენ ყველას, ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე. 1700 წლის წინ შემოვიდა ნინო საქართველოში და იმის შემდეგ საქართველო გამთლიანდა, გაქრისტიანდა და დღემდე ეს მადლი მოგვყვება. გისურვებთ მისი მადლი გფარავდეთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშინათია თურნავა და ალექსანდრე მოწერელია წალენჯასა და ჩხოროწყუში გაზიფიციკაციის სამუშაოებს გაეცნენ
შემდეგი სტატიამეუფე დანიელი: მადლობა ქალბატონ სალომეს, იგივე ნინოს