სალომე ზურაბიშვილი 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.

„15 წლის ბავშვის გარდაცვალება კიდევ ერთი დიდი ტრაგედიაა ჩვენი საზოგადოებისთვის. ვიზიარებ ოჯახის და ახლობლების მწუხარებას. ამ მძიმე წუთებში გამძლეობა მოგცეთ უფალმა.

ჩვენ ბევრი რამ უნდა შევცვალოთ და გავაკეთოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ასეთი ტრაგედიები“, – აღნიშნულია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.

თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა.

 

banner
წინა სტატიაშითბილისის მწვანე სკოლა: უდიდეს მწუხარებას და სევდას ვგრძნობთ ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო
შემდეგი სტატიამოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლები იაშვილის კლინიკასთან შეიკრიბნენ