14.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 12, 2026
banner

სალომე ზურაბიშვილი: 14 წელი! კანონზომიერებას უკვე გადაცდა! ეს „ოცნება“ „ოცნებისტების“ აღარაა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, იუსტიციის სამინისტროში „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ პარტიად ოფიციალურად დარეგისტრირებიდან 14 წლის გასვლას ეხმაურება.

მისი თქმით, 14 წელი კანონზომიერებას უკვე გადაცდა! ეს „ოცნება“ „ოცნებისტების“ აღარაა და მედროვეების და ძალაუფლების მტაცებლების თუ მონების კოშმარი გახდა.

„14 წელი! კანონზომიერებას უკვე გადაცდა! ეს „ოცნება“ „ოცნებისტების“ აღარაა და მედროვეების და ძალაუფლების მტაცებლების თუ მონების კოშმარი გახდა! მაგრამ ეს ნაწილობრივ ჩვენი ბრალიცაა: ზედმეტი შეგუების, ზედმეტი იმედის ნაკლებობის, ჩვენ თავში ნაკლებად დაჯერების და ქვეყნის ყველაფრის ზემოთ ვერ თუ არ დაყენების. ერთად გამოვასწორებთ და ერთად შევძლებთ!“– წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, 2012 წლის 21 აპრილს, იუსტიციის სამინისტროში, „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ პარტიად ოფიციალურად დარეგისტრირდა

banner
წინა სტატიაშისაქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს – უზრუნველყოს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარედ მყოფ პირთა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
შემდეგი სტატიაკიასტუტის ბუდრისი სანქციებზე – დავაგვიანეთ, საქართველოში დემოკრატია კიდევ უფრო უარესდება