სალომე ზურაბიშვილი: 100 დღე, რაც უკრაინამ აჩვენა, რომ შეუძლია, დაამარცხოს ძალა, რომელიც ოდესღაც დაუმარცხებლად აღიქმებოდა

100 დღეა, რაც რუსეთმა დაიწყო გაუმართლებელი აგრესია და უკრაინამ აჩვენა, რომ შეუძლია, დაამარცხოს ძალა, რომელიც ოდესღაც დაუმარცხებლად აღიქმებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“ წერს.

„100 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა გაუმართლებელი აგრესია დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ.

100 დღე, რაც უკრაინამ აჩვენა, რომ შეუძლია, დაამარცხოს ძალა, რომელიც ოდესღაც დაუმარცხებლად აღიქმებოდა.

100 დღე, რაც ევროპამ და ცივილიზებულმა სამყარომ აჩვენა ერთობა გამოწვევების წინაშე

#StandWithUkraine“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი „ტვიტერში“.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ ვიცით ომის ფასი, შესაბამისად, მშვიდობა და სტაბილურობა წარმოადგენს ჩვენი მთავრობის ყველაზე დიდ მიღწევას და ახლა არის ყველაზე ხანგრძლივი მშვიდობიანი და სტაბილური პერიოდი ჩვენს ქვეყანაში
შემდეგი სტატიაზელენსკი: 24 თებერვალს რუსეთმა კიდევ ერთი სიტყვა დაამატა, ასე რომ გამოვიდა ფრაზა “სრულმასშტაბიანი ომი”