სალომე სამადაშვილმა მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი სასამართლო პროცესი პოლიტიკურ დევნად შეაფასა

ფრაქცია “ლელოს” დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი სასამართლო პროცესი პოლიტიკურ დევნად შეაფასა და თქვა, რომ ის რაც გუშინ საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში იხილა, მხოლოდ რუსეთის გამარჯვება.

გუშინდელი დღე იყო გამარჯვება რუსეთის, რადგან რუსეთს სურს იხილოს ისეთი საქართველო, როგორიც ჩვენ ვნახეთ გუშინ. პრეზიდენტი, რომელიც იყო უთანასწორო მწვავე დაპირისპირებაში რუსეთთან, ჩვენი ქვეყნის ევროპული და დასავლური უზრუნველყოფის მიზნით, დღეს არის დატყვევებული საკუთარი ხელისუფლების მიერ და არც ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს ეპარებათ ეჭვი, რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება”, – თქვა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიინჯია ფიქრობს, რომ დროა, ხელისუფლებამ მიიღოს შესაბამისი კანონი, სადაც რაღაც ჩარჩოებში ჩასვამს არასამთავრობო ორგანიზაციებს
შემდეგი სტატია“სააკაშვილის გათავისუფლებას გადაწყვეტს არა ივანიშვილის სასამართლო, არამედ ქართველი ხალხი”