სალომე სამადაშვილმა მამუკა მდინარაძეს მიმართა – რუსული კანონი უკან რომ არ წაგეღოთ, კანდიდატის სტატუსს მიიღებდით?

გეკითხებით, რუსული კანონი უკან რომ არ წაგეღოთ, თავზე რომ გადაგახიათ ხალხმა, კანდიდატის სტატუსს მიიღებდით თუ ვერა? დემაგოგიაში ვის ეჯიბრები, – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა მამუკა მდინარაძეს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

„არავინ არ უნდა შეგეჯიბროთ დემაგოგიაში? სამადაშვილმა დემაგოგიაში ვის ეჯიბრებიო, სასწაული წამოცდენები აქვთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სალომე სამადაშვილმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ შარშან კანონპროექტის გაწვევა კანდიდატის სტატუსის მიღებასთან არაფერ შუაშია.

„კანდიდატის სტატუსი მივიღეთ არა იმით, რომ რაღაც კანონი გავიწვიეთ თუ გამოვიწვიეთ, ეს არაფერ შუაში იყო. სად იყო კანონი, გაწვეულიც იყო და აღარავის ახსოვდა, თქვენ ყველანი ერთად რომ ლაპარაკობდით იმ სიბინძურეებს, რატომ არ უნდა მიგვეღო კანდიდატის სტატუსი და მაინც საქართველოს უტევდით. კანონი რომ რამე შუაში იყოს, იცით, რას იზამდით? ადგებოდით და იტყოდით, კანონი გავიწვიეთ, მეტი პრობლემა აღარ არის, თუმცა თქვენ ამის [კანდიდატის სტატუსის] წინააღმდეგ მერეც იბრძოდით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირს არ აქვს ასეთი რეგულაცია – გერმანიის საელჩო ამჯერად ქართულ თარგმანს ავრცელებს
შემდეგი სტატიაივანიშვილი ჭიპლარით არის კრემლზე მიერთებული და პუტინის დავალებებ ასრულებს – საბა ბუაძე