სალომე სამადაშვილის განცხადებით საქართველო ჩიხშია შესული

საპარლამენტო ფრაქციის ’’ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ წარმომადგენლის სალომე სამადაშვილის განცხადებით საქართველო ჩიხშია შესული, რაზეც ევროკავშირიც მიგვითითებს: ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა, მართლმსაჯულების პრობლემა, ფორმალურად შესრულებული ასოცირების ხელშეკრულება და თუ პარლამენტი არ გაატარებს საკონსტიტუციო რეფორმას მიმდინარე წელს, რომელიც უზრუნველყოფს მრავალპარტიულ პარლამენტს 2020-სთვის, საქართველოს დემოკრატიული განვითარება და ევროპული მომავალი ეჭქვეშ დადგება.

‘’მე მინდა გამოვეხმაურო გუშინდელი საგარეო კომიტეტის სხდომას, ეს სხდომა დაიხურა მარტივი მიზეზით, თუ საზოგადოებას მიეცემოდა შესაძლებლობა მოესმინა იქ გამართული დისკუსიისთვის, დარწმუნდებოდა იმაში, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა, ისევე როგორც პოლიტიკის სხვა მიმართულებები ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში არის ჩიხში შესული. აღმოჩნდა, რომ ივანიშვილის ჯადოსნურმა ფორმულამ, რომ რუსეთთან დაალაგებდა ურთიერთობებს და ნატოსთან ინტრეგრაციასაც არ შეუშლიდა ხელს იყო ისეთივე ტყუილი დაპირება, როგორც ყველა სხვა ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირება.
რუსეთი მუქარის ენით გვესაუბრება და ამის პარალელურად გაყინულია ევროატლანტიკური ინტეგრაცია. სწორედ ამას დაინახავდა საზოგადოება და საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს მოვუწოდებ, ოპოზიიციის კრიტიკის ნაცვლად დაინახოს ეს რეალური პრობლემები.

სახელმწიფოში ოკუპაციისა და ანექსიის პრობლემები ღრმავდება და იმის ნაცვლად, რომ განვიხილავდეთ თუ როგორ მოვახდინოთ საერთაშორისო თანამეგობრობის ალარმიზაცია, როგორ გავზარდოთ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა, ამის ნაცვლად აბაშიძე ისევ უშედეგო თანამშრომლობას აპირებს კარასინთან. უშედეგო იქნება საქართველოსთვის, რადგან რუსული მხარე ძალიან კმაყოფილია ამ შეხვედრებით, ეს მაშინ როდესაც სტატისტიკით ჩვენი ევროინტეგრაციის მაჩვენებელი ყოველწლიურად უფრო და უფრო უარესდება.

მინდა შეგახსენოთ რამდენიმე პრობლემა რომელზეც, ევროკავშირი მიგვითითებს: ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა, მართლმსაჯულების პრობლემა, ფორმალურად შესრულებული ასოცირების ხელშეკრულება და თუ პარლამენტი არ გაატარეს საკონსტიტუციო რეფორმას მიმდინარე წელს, რომელიც უზრუნველყოფს მრავალპარტიულ პარლამენტს 2020-სთვის, საქართველოს დემოკრატიული განვითარება და ევროპული მომავალი არის ჩიხში შესული.

ესაა ქართული ოცნების მიერ გატარებული საგარეო და საშინაო პოლიტიკის შედეგები და ყოველივე საფრთხეს უქმნის ჩვენ ევროპულ და ტრანსატლანტიკურ მომავალს”-აცხადებს საპარლამენტო ფრაქციის ’’ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ წარმომადგენლი სალომე სამადაშვილი.

banner
წინა სტატიაშიიყო მოთხოვნა ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებაზე
შემდეგი სტატიათინა ბოკუჩავა: ივანიშვილის ცელი თქვენც მოგადგებათ