სალომე სამადაშვილის განცხადებით, პრეზიდენტისგან საახალწლო მიღებაზე მიპატიჟება მიიღო და მას დაესწრება

„საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ საახალწლო მიღებაზე მიპატიჟება მივიღე და ვფიქრობ, დღეს როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა საჭიროა დაიწყოს რაღაც ტიპის დიალოგი, რომ ჩვენი ქვეყანა გამოვიდეს ამ პოლარიზების რეჟიმიდან და ამ დიალოგის დაწყების ინიციატორი არის საქართველოს პრეზიდენტი, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იქნება ჩემი მხრიდანაც მონაწილეობის მიღება ამ ყველაფერში. ვფიქრობ, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც, რომლებიც დაპატიჟებული არიან ამ მიღებაზე, მიიღებენ ამაში მონაწილეობას. თუმცა, მე არ ვიცი, ვინ არის დაპატიჟებული, ვინ გეგმავს, რომ დაესწროს ან უარი თქვას. ყველას გვესმის, რომ პოლიტიკური დიალოგის შექმნა არის რთული, კომპლექსური, ამიტომ არ მგონია, ვინმეს ჰქონდეს მოლოდინი, რომ ხვალინდელი მიღებით ჩვენ რაიმე გარღვევას მოვახდენთ, მაგრამ სულისკვეთების დემონსტრაციისთვის, რომ ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, მნიშვნელოვანი იქნება ხვალინდელი დღეც,”- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პრეზიდენტის მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა.

banner
წინა სტატიაში“ევროპის უნივერსიტეტისა“ და ქუთაისის უნივერსიტეტის ორგანიზებით პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა
შემდეგი სტატიასაუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს, BARTA 2021 წლის გამარჯვებული კომპანიები უკვე ცნობილია