სალომე სამადაშვილი – ზაქარია ქუცნაშვილზე ჯოხის გადატეხვის უფლებას არავის მივცემთ

region
: region ივნისი 20, 2019 14:37

სალომე სამადაშვილი – ზაქარია ქუცნაშვილზე ჯოხის გადატეხვის უფლებას არავის მივცემთ

პარლამენტის სპიკერის სკამზე გავრილოვის დასმა უმაღლესი ხელისუფლების შეთანხმების გარეშე არ მოხდებოდა, ზაქარია ქუცნაშვილზე ჯოხის გადატეხვის უფლებას არავის მივცემთ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სალომე სამადაშვილი უმრავლესობის წევრებს მოუწოდებს, მმართველი გუნდი დატოვონ.

„ნუ დასცინიან მამუკა მდინარაძე და ნურავინ ქართველ ხალხს. ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე ჩიტი არ დაფრინავს ამ ქვეყანაში. პარლამენტის სპიკერის სკამზე გავრილოვის დასმა უმაღლესი ხელისუფლების შეთანხმების გარეშე არ მოხდებოდა. მაიმუნი არავინ არ არის. ზაქარია ქუცნაშვილზე ჯოხის გადატეხვის უფლებას არავის მივცემთ. კობახიძეს მოუწია გაპარვა ამ შენობიდან და ყველას ასე მოუწევს გაპარვა, ვინც არ დადგება ისტორიის სწორ მხარეს. „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრებს, ვინც ჯერ არ დატოვა უმრავლესობა, მოვუწოდებ დატოვონ, რადგან ქართველი ხალხი უახლოეს არჩევნებზე საბოლოო განაჩენს გამოუტანს ბიძინა ივანიშვილს და ნუ ჩაჰყვებიან კუბოში. 19:00 საათზე ვიკრიბებით ყველა ქართველი, ვისაც მიაჩნია, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიაა და ვისაც საკუთარი თავის პატივისცემა შერჩენია“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია მიმდინარეობს. სესია, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა, რომელიც სხდომას უძღვებოდა. აღნიშნული ფაქტი „ევროპული საქართველოს“ წევრებმა გააპროტესტეს. ისინი შესვენების დროს სხდომათა დარბაზში პლაკატებითა და შეძახილებით შევიდნენ, მოგვიანებით მათ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც შეუერთდნენ. დარბაზში დაპირისპირება და ხმაური იყო.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სერგეი გავრილოვი შეუთანხმებლად აღმოჩნდა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. მისი თქმით, ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტში ვეღარ გაგრძელდება.

სხდომა საქართველოს პარლამენტში შეწყდა და სესიის დელეგატებმა პარლამენტი დატოვეს

region
: region ივნისი 20, 2019 14:37

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,655
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics