სალომე სამადაშვილი : ვფიქრობ, ოპოზიციაში ყველა აცნობიერებს, რომ ოლიგარქიული და პლუტოკრატიული რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად ერთიანი პოზიციის დაცვა აუცილებელია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ მაჟორიტარულ კანდიდატებს დაასახელებს მაშინ, როცა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებში საბოლოო შეთანხმება შედგება.

„დაველოდოთ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს. როგორც იცით, ექვს ადგილზე თბილისში უნდა შეთანხმდეს სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. შესაბამსიად, „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ კანდიდატებს დაასახელებს მაშინ, როდესაც შედგება საბოლოო შეთანხმება ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენთვის როგორც ცნობილია, მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და იმედი გვაქვს, რომ დიახ, ხვალ მაჟორიტარების კანდიდატები თბილისში შეძლებენ, რომ წარსდგნენ საზოგადოების წინაშე ოპოზიციის მხრიდან“,- განაცხადა სამადაშვილმა.

ამასთან, სამადაშვილი მიიჩნევს, რომ საერთო კანდიდატებზე შეთანხმება მოხერხდება.

„როგორც ჩანს, აქეთკენ მიდის საქმე, რომ ჩვენ მოვახერხებთ შეთანხმებას საერთო კანდიდატებზე. ეს იქნება შეთანხმება, რომ მხარი დაუჭირონ ერთიან კანდიდატს გარკვეულ უბნებში და ამავე დროს შესაძლოა, არსებობს ზოგიერთი პარტია, რომელმაც შესაძლოა, არ დააყენოს კონკურენტი კანდიდატი და ამით დაუჭიროს მხარი საერთო შეთანხმების შეარულებას“,- აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

კითხვაზე, თუ ვერ შეთანხმდა ოპოზიცია ექვს კვოტაზე, „ნაციონალური მოძრაობა“ 8 ოლქში დააყენებს კანდიდატს?- სამადაშვილმა უპასუხა, რომ როგორც ხედავს, შეთანხმება შემდგარია.

„ასე რომ, იმედია, საერთო კანდიდატების წარდგენის პროცესი წარმატებით დასრულდება. ვფიქრობ, ოპოზიციაში ყველა აცნობიერებს, იმისთვის, რომ ჩვენ ხელისუფლებას ჩამოვაშოროთ რუსეთიდან მართული ოლიგარქიული და პლუტოკრატიული რეჟიმი, რომელმაც ფაქტობრივად, განადგურების პირას მიიყვანა ქართული სახელმწიფო ,აუცილებელია ერთიანი პოზიციის დაცვა“,- განაცხადა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ევროპული საქართველო“ გაერთიანებულ ოპოზიციას თბილისის ოთხ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატებად ელენე ხოშტარიას, შალვა შავგულიძის, გიორგი ვაშაძისა და შალვა ნათელაშვილის კანდიდატურებს სთავაზობს
შემდეგი სტატიაოპოზიციამ თბილისის ექვს ოლქში საერთო მაჟორიტარული კანდიდატები დაასახელა