სალომე სამადაშვილი : უკრაინიდან დეპორტირებულებზე “ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ ჯანელიძეს პარლამენტში დაიბარებს

უკრაინიდან დეპორტირებული “რუსთავი 2”-ის ოპერატორის საკითხზე “ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს უახლოეს პერიოდში პარლამენტში დაიბარებს, – ეს განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა გააკეთა.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, უკრაინიდან დეპორტირებულებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს.

“ჩვენი ფრაქცია აპირებს საგარეო საქმეთა მინისტრს სთხოვოს, უახლოეს პერიოდში პარლამენტში გამოცხადდეს, პირადად გაგვაცნოს რას აკეთებს მისი უწყება ჩვენი მოქალაქეებისა და ჩვენი ჟურნალისტების უფლებების დასაცავად” , – განაცხადა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლე: საკონსტიტუციოში პრემია-დანამატები იმ სიხშირით არ არის, როგორც სხვა უწყებებში
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევა ბორჯომში