14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

სალომე სამადაშვილი თეთრი სახლის ანგარიშს ეხმაურება, სადაც „ტვირთების გადაზიდვების ჩრდილოვან ქსელზეა” საუბარი, რომელშიც საქართველოც ფიგურირებს

სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში თეთრი სახლის ანგარიშს ეხმაურება, სადაც „ტვირთების გადაზიდვების ჩრდილოვან ქსელზეა” საუბარი, რომელშიც საქართველოც ფიგურირებს.

“რუსეთი და ირანი, ორივე სანქციების გვერდის ასავლელად იყენებს საქართველოს, ეს უკვე ვიცით, დადასტურებულია ევროკავშირის და აშშ-ს სანქციებით.

აღმოჩნდა, რომ ჩინეთიც სარგებლობს ჩვენი ტერიტორიით პრეზიდენტ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფებისგან თავის არიდების მიზნით…

მაგრამ ზაფხულია, ვერ მოიცალა ჯერ აშშ-მა ივანიშვილთან “გადატვირთვისთვის…” ვერც “დიპ სტეიტი” დაამარცხა, ჯერ… ეს ანგარიში კი, აშკარად “მადე ინ დიპსეტეიტაა”, – წერს სამადაშვილი.

ცნობისთვის, თეთრი სახლი ჩინეთის „ტვირთების გადაზიდვების ჩრდილოვან ქსელზე” ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც 40 ქვეყანასთან ერთად საქართველოც მოხვდა. ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში The Great Transshipment Scam-შია აღნიშნული.

კერძოდ, თეთრი სახლის ანგარიშის თანახმად, ჩინეთი აშშ-ის ტარიფებისთვის გვერდის ავლის მიზნით მესამე ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს იყენებს.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ანგარიშში 40 ეკონომიკას ასახელებს, რომლებიც ჩინეთის „ტვირთების გადაზიდვების ჩრდილოვან ქსელში“ შედიან.

banner
წინა სტატიაშიანა წითლიძე:“სისტემა საკუთარი შვილების ჭამას იწყებს“
შემდეგი სტატიამოლდოვის საჰაერო სივრცეში ამოუცნობი ობიექტი აფეთქდა- ადგილობრივი მედია