17.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 16, 2026
banner

სალომე სამადაშვილი: სუს-ის უფროსის მეოთხედ შეცვლა სისტემის ჩამოშლის მაჩვენებელია

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა გადაცემა „360 გრადუსში“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მორიგი ცვლილება შეაფასა. მისი თქმით, სუს-ის უფროსის მეოთხედ შეცვლა აჩვენებს, რომ მართვის ვერტიკალი და ავტოკრატიული სისტემა შიგნიდან ჩამოშლილია.

„ივანიშვილი ქვეყანას სუს-ის მეშვეობით მართავდა. ბარემ გამოიყვანოს ლილუაშვილი ციხიდან და ისევ სუს-ის კაბინეტში დააბრუნოს. როგორც ჩანს, ივანიშვილისთვის შეუცვლელი კადრი სწორედ ის იყო. საკითხავია, ახალი დანიშნული უფროსი რამდენ ხანს გაძლებს. ეს სისტემის რყევების ტრაგიკომიკური მაჩვენებელია“, — განაცხადა სამადაშვილმა.

პოლიტიკოსი ასევე გამოეხმაურა უმრავლესობის გადაწყვეტილებას „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის შესახებ. სამადაშვილის განმარტებით, „ქართულმა ოცნებამ“ ეს ნაბიჯი მხოლოდ იმისთვის გადადგა, რომ სასამართლოს განხილვის 9-თვიანი ვადა ხელახლა აეთვალა, რადგან წინა პროცესს ვადა იანვარში ეწურებოდა.

banner
წინა სტატიაშიკირცხალია: “ოცნება” სარჩელით პარტია “გახარია-საქართველოსთვის” აკრძალვასაც მოითხოვს
შემდეგი სტატიაEU-ს 12 სახელმწიფო: ევროკავშირმა არქტიკული ჩართულობა და უსაფრთხოების ზომები უნდა გააძლიეროს