სალომე სამადაშვილი : საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს სულისკვეთებას და შინაარსს სრულიად ვიზიარებთ

საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს სულისკვეთებას და შინაარსს სრულიად ვიზიარებთ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ- ერთი ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, იმისათვის რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები სტაბილურად განვითარდეს და ქვეყანა წინ წავიდეს უმრავლესობას აქვს კიდევ ერთი შანსი, რომ პრეზიდენტის შენიშვნები თვისობრივად განიხილოს.

“უმრავლესობას აქვს შანსი, პრეზიდენტის შენიშვნებს არ მიუდგეს ისე, , როგორც ისინი პრეზიდენტის ვეტოს ტრადიციულად მხოლოდ ძალის დემონსტრირების თვალსაზრისით უდგებიან და ეს ვეტო მხოლოდ იმიტომ არ დაძლიონ, რომ საკუთარი ძალის დემონსტრირება სურთ. პრეზიდენტის ვეტოს შენიშვნებში კონსტიტუციასთან დაკავშირებით, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების და ვენეციის კომისიის შენიშვნები, ასევე საქართველოში სრულიად პოლიტიკური სპექტრის და საზოგადოების შეხედულებებია ასახული”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
შემდეგი სტატია“კიბერუსაფრთხოებას მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს”- ჯეიმს აპატურაი