სალომე სამადაშვილი : საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დავუჭერთ, თუ პოლიტპატიმარი გიორგი რურუა იქნება გათავისუფლებული

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამდაშვილი განცხადებით, 8 მარტის შეთანხმების ყველა კომპონენტის შესრულება და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ქვეყანაში შესაძლო პოლიტიკური კრიზისის თავიდან ასარიდებლად.
მისივე თქმით, ენმ მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუ პოლიტპატიმარი გიორგი რურუა იქნება გათავისუფლებული.

„ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ შეთანხმებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს თუ შეთანხმების ყველა პუნქტი შესრულდება. შეთანხმება ვერ ჩაითვლება შესრულებულად, სანამ საპატიმროში რჩება პოლიტიკური პატიმარი, გიორგი რურუა.

ჩვენს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ცილისწამების კამპანია, რომელიც ხელისუფლებისგან მართულმა მედია საშუალებებმა გიორგი რურუას წინააღმდეგ უკანასკნელ დღეებში წამოიწყეს. აშკარაა, რომ ადგილი აქვს, მორიგ ჯერზე, სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიზაციის მცდელობას. ეს კი, პირდაპირ ეწინააღმდეგება 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთებას და საფრთხეს უქმნის შეთანხმების საფუძველზე შემდგარ პოლიტიკურ კონსესუსს.

ამიტომ, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეასრულოს 8 მარტს აღებული ვალდებულებები, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს მოემზადოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ნაკლებლად პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში და განამტკიცებს ჩვენს დემოკრატიულ სისტემას”- განაცხადა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე : ძირითად ქალაქებში მაჟორიტარების კანდიდატებზე უნდა შევთანხმდეთ
შემდეგი სტატიანათია თურნავა : ფეიკნიუსების უკან დგანან ოპოზიციური ძალები, რომლებიც თამაშგარედ გრძნობენ თავს