სალომე სამადაშვილი : საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ექნება ოპოზიციის მხარდაჭერა, სანამ გიორგი რურუა ციხეში რჩება

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, თუ გიორგი რურუა არ გათავისუფლდება, საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ექნება ოპოზიციის მხარდაჭერა.

სალომე სამაშვილი იმედოვნებს, რომ ხელისუფლება პოლიტიკურ კრიზისს თავიდან აირიდებს.

“საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ექნება ოპოზიციის მხარდაჭერა, სანამ გიორგი ციხეში რჩება. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ხელისუფლებაზე ის უმწვავესი ზეწოლა.
ჯერ კიდევ რჩება შესაძლებლობის ფანჯარა, სანამ პროცესი საკონსტიტუციო ცვლილებები დასასრულისკენ მიდის და მე იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ხელისუფლება ამ შესაძლებლობების ფანჯარას გამოიყენებს უახლოეს მომავალში. ჩვენ თავიდან ავირიდებთ უმწვავეს პოლიტიკურ კრიზისს, რომელშიც ქვეყანა შეიძლება შევიდეს,” – აღნიშნა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა.

“ევროპული საქართველოს” წევრის ელენე ხოშტარიას შეფასებით, გიორგი რურუა პოლიტპატიმარია და ამის არგუმენტები არსებობს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, არ დააკმაყოფილა.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია : მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ გიორგი რურუას საქმეზე მიიღო უსამართლო გადაწყვეტილება, დრო რჩება, ფორმები არსებობს და ნუ დავაზარალებთ ქვეყანას
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა