26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

სალომე სამადაშვილი: საარჩევნო ბოიკოტს არ მოუტანია არანაირი შედეგი, გარდა ოპოზიციის დაზიანებისა

„ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტი შეაფასა და ბოიკოტის მომხრე ოპოზიციონერები მკაცრად გააკრიტიკა.

მისი თქმით, ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს, საკუთარი პირადი მოსაზრებები ამერიკული მხარის ოფიციალურ პოზიციად გასაღოს, რასაც სამადაშვილმა „უვიცი და არაპროფესიონალური შეფასებები“ უწოდა.

სამადაშვილის განმარტებით, აშშ-ის საელჩოს განცხადებაში შავით თეთრზე წერია, რომ ოპოზიციამ ამომრჩევლის ინტერესები პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობით უნდა დაიცვას.

„საარჩევნო ბოიკოტს არასდროს და არავინ მსოფლიოს ცივილიზებულ დემოკრატიულ სახელმწიფოებში მხარს არ უჭერს მარტივი მიზეზით — არასდროს და არსად ბოიკოტს არანაირი შედეგი, გარდა ოპოზიციის დაზიანებისა, არ მოუტანია. ჩვენი დასავლელი პარტნიორები ჩვენი არაკეთილმოსურნეები არ არიან, რომ მხარი დაუჭირონ პროცესს, რომელიც დამაზიანებელია ხალხისთვის და ნულოვანი შედეგის მომტანია ქვეყნისთვის“, — აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

პოლიტიკოსის განცხადებით, გრძელვადიანი პაუზის შემდეგ აშშ-ის მხრიდან საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე პოზიტიური ინტერესის გაჩენა ცალსახად დადებითი მოვლენაა.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: საქართველო მყარად მკვიდრდება საერთაშორისო საინვესტიციო რუკაზე, როგორც გამჭვირვალე და უსაფრთხო ეკონომიკური ცენტრი
შემდეგი სტატიაკობახიძე: არის დეპუტატი, რომელსაც აქვს კომპანია და მისი კომპანია იგებს ტენდერს. რა შუაშია კორუფცია?