სალომე სამადაშვილი : რასაც მე „ფეისბუქზე“ მემუქრებიან, ყოველ ჯერზე ბრიფინგი რომ გავმართო, უხერხული იქნება

პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას, რომლის თანახმად, ზურაბიშვილსა და მის შვილებს ემუქრებიან.

„ფეისბუქზე“ თავდასხმის ობიექტი სამწუხაროდ ყველანი ვართ. საჯარო პირები“, – აღნიშნა სამადაშვილმა.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებას, რომ მუქარის ავტორები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული ყოფილი სამხედრო პირები არიან, დეპუტატის თქმით, ამას ფაქტს შესაბამისი დასაბუთება სჭირდება.

„არ ვიცი, წარმოადგინოს შესაბამისი საბუთები, მაგრამ „ფეისბუქზე“ თავდასხმებისა და ძალიან უხეში თავდასხმების მსხვერპლნი ჩვენც ვართ“, – განაცხადა სამადაშვილმა.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას და მის შვილებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ყოფილი სამხედროები სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. სალომე ზურაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართა, ფაქტზე რეაგირება მოახდინონ.

banner
წინა სტატიაშისოფო ქაცარავა : რუსეთის მხრიდან ნებისმიერი მცდელობა, მოახდინოს ოკუპირებული ტერიტორიების ლეგიტიმაცია, უშედეგოა
შემდეგი სტატიადავით მათიკაშვილი: იური მეჩითოვის შეფასება 9 აპრილთან დაკავშირებით აბსოლუტურად მცდარია