24.9 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 23, 2026
banner

სალომე სამადაშვილი: რამდენი განსხვავებაც არ უნდა მქონდეს ელენესთან პოლიტიკური ბრძოლის გზებზე, წარმოუდგენელი სისასტიკის მსხვერპლია ის დღეს

ოთხი შვილის დედას, ქართველ ქალს, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე იბრძვის საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლისთვის, კალაძის ბანერზე ფლომასტერით წარწერისთვის, უნგრევენ ჯანმრთელობას ივანიშვილის დილეგში,– ამის შესახებ „ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სადამაშვილი აცხადებს.

,,მე განსაკუთრებით მაინტერესებს ელენე ხოშტარიას დღევანდელ მდგომარეობაზე ივანიშვილის ორი წარმომადგენლის-მაკა ბოჭორიშვილის და თეა ახვლედიანის აზრი, რომლებიც წლების მანძილზე მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ელენე ხოშტარიასთან, მეტიც, მეგობრობდნენ მასთან. (სხვა საქოცეთში პორტირებულის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ამ ორით შემოვიფარგლები)

რას ფიქრობთ, ელენეს შვილები არ იმსახურებენ ჯანმრთელ დედას და საკუთარ სახლში? თქვენი შვილები სად არიან? ევროპაში? სარკეში როგორ უყურებთ საკუთარ თავს? ღამე როგორ გძინავთ? როგორ აპირებთ ცხოვრების გაგძელებას რეჟიმის დასრულების შემდეგ?

რამდენი განსხვავებაც არ უნდა მქონდეს ელენესთან პოლიტიკური ბრძოლის გზებზე, წარმოუდგენელი სისასტიკის მსხვერპლია ის დღეს. საზოგადოება ამას არ უნდა შეეგუოს”,-წერს სალომე სამადაშვილი

banner
წინა სტატიაშირასა იუკნევიჩიენე: ელენე ხოშტარიას მკურნალობის გარეშე შეუქცევადი ზიანი ემუქრება
შემდეგი სტატიადაავადებათა კონტროლის ცენტრი რეკომენდაციებს ავრცელებს