5.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
banner

სალომე სამადაშვილი: “ქართული ოცნების” მიერ მიღებული ახალი კანონები არის აბსურდული შინაარსის

“ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, “ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ახალი კანონები აბსურდული შინაარსისაა და მათი სრულად აღსრულება შეუძლებელია.

მისი განმარტებით, აღნიშნული კანონები პრაქტიკაში შერჩევითად იქნება გამოყენებული და შესაძლოა გახდეს კონკრეტული ადამიანებისთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვისა და გარკვეული პირებისა თუ ორგანიზაციების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი.

“ქართული ოცნების” მიერ მიღებული ახალი კანონები არის აბსურდული შინაარსის და მათი სრულად აღსრულება შეუძლებელია. ცხადია, ამ მახინჯი კანონების გამოყენება შერჩევითად მოხდება, კონკრეტული ადამიანებისთვის პოლიტიკური საქმიანობის ასაკრძალად, კონკრეტული ადამიანების თუ ორგანიზაციების სისხლის სამართლებრივი დევნისთვის. ყველა ეს კანონი არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ადრე თუ გვიან სტრასბურგის სასამართლოს ამის დადგენის შესაძლებლობა მიეცემა, აუცილებლად. (ცხადია, თუ ევროსაბჭოდან ჩვენს გამოყვანასაც არ დაავალებს რეჟიმს რუსეთი). პოლიტიკურად კი, მიღებული კანონები მხოლოდ რეჟიმის ავტოკრატიული შინაარსის შემდგომ ლეგიტიმაციას ახდენს. შესაბამის შედეგს გამოიღებს საერთაშორისო კონტექსტშიც, რეჟიმის შემდგომი იზოლაციის თვალსაზრისით. “ქართული ოცნება” სწრაფად ემსგავსება ჭაობში ჩავარდნილ ადამიანს, რომელიც ყველა ახალი მოძრაობით ჭაობში უფრო ღრმად ჩადის”,- წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიისრაელის თავდაცვის ძალები სამხრეთ ბეირუთის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაReuters: აბუ-დაბიში აფეთქებების ხმა ისმის