სალომე სამადაშვილი – ქაღალდზე თითქოს რაღაც ცვლილებები მიმდინარეობს, მაგრამ რეალობა სხვაა ჩვენს ქვეყანაში

სამწუხაროა, ქაღალდზე თითქოს რაღაც ცვლილებები მიმდინარეობს, მაგრამ რეალობა სხვაა ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, ის, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა პრიორიტეტია ჩვენი პარტნიორებისთვის, როგორც ევროკავშირში ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს კიდევ ერთხელ ვაშინგტონში უკანასკნელი განცხადებების დროს მოვისმინეთ.

„სამწუხარო რეალობაა, ქაღალდზე თითქოს რაღაც ცვლილებები მიმდინარეობს, რეალობა ჩვენს ქვეყანაში სხვაა. უზენაესი სასმართლოს ფორმირების წესის დამტკიცებისას პარლამენტმა ვნახეთ, რომ ეს კანონპროექტი ფაქტობრივად საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს მოარგო. ვნახავთ, რომ უზენაესი სასმართლოს ფორმირებაც პოლიტიკურად შეკვეთილი მიზნების განსახორციელებლად მოხდება. ეს არის რეალობა, მიუხედავად იმისა, ქაღალდზე რა ცვლილებების ინიცირება შეიძლება მოახდინონ უახლოეს პერიოდში. ეს ცვლილებები იუსტიციის საბჭოს შეეხება და ამ ცვლილებების განხორციელების პერსპექტივა საკმაოდ გრძელვადიანია. რეალურად უახლოეს მომავალში, მათშორის არჩევნებისთვის ბიძინა ივანიშვილი სასამართლო სისტემაზე სრულ კონტროლს შეინარჩუნებს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დღეს აშშ-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში მიესალმებიან სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფინალურ კანონპროექტს, რომელიც ფართო კონსენსუსით მომზადდა.

banner
წინა სტატიაში„Black Eyed Peas“ კონცერტზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობის გამო ,,საქართველოს რკინიგზა” სამგზავრო მატარებლებს ამატებს
შემდეგი სტატიაშსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 1 პირი