სალომე სამადაშვილი პაატა ბურჭულაძეს ურჩევს, საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი პაატა ბურჭულაძეს ურჩევს, საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს.

„მიუღებელია, რომ პაატა ბურჭულაძე დათანხმდა ღონისძიებაში მონაწილეობას. თუ მას სურს, პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება, უნდა ესმოდეს, რომ მსგავს გადაწყვეტილებას აქვს პოლიტიკური კონიუნქტურა. მის ადგილზე, პირველ რიგში, ავხსნიდი მომხდარს. ვფიქრობ, საზოგადოება მისგან იმსახურებს ბოდიშს. მე არ ვიღებ გადაწყვეტილებას პარტიის სახელით, თუმცა ჩემთვის პირადად მიუღებელია მასთან თანამშრომლობა”, – განაცხადა სამადაშვილმა.

რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში 15 დეკემბერს დირიჟორ იური ტემირკანოვისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. კონცერტზე პაატა ბურჭულაძემ იმღერა. ღონისძიებას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა, რომელიც იუბილეზე სიტყვით გამოვიდა.

banner
წინა სტატიაშიიმედა გუგუშვილი არ დაგვიწინაურებია- პროკურატურა
შემდეგი სტატია5 წელი და 3 თვე – გურამ დონაძეს პატიმრობა მიესაჯა