სალომე სამადაშვილი: მოვიდა ხალხი, ვინც ენმ-ის წიაღში საკუთარ თავს ვერ წარმოიდგენდა

„ენმ-ისთვის დღევანდელი დღე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან განახლება არჩევნების შემდეგ ხდება, მაშინ, როდესაც პარტია უკვე ცხრა წელია, ოპოზიციაშია. ეს ამყარებს რწმენას პარტიის მომავლის მიმართ.

მოვიდა ხალხი, ვინც ენმ-ის წიაღში საკუთარ თავს ვერ წარმოიდგენდა – ესეც დამაიმედებელია. ჯანსაღი პროცესია. დანარჩენს, ვინ გაამართლებს ნდობას და ვინ ვერა, მომავალი გვაჩვენებს. ზოგი გამოიძერწება პოლიტიკურ ქარცეცხლში, ზოგიც ვერ. ასპარეზის მიცემაა მნიშვნელოვანი მოვლენა, თავისთავად. ამიტომაც, წარმატებები მათ!“,- წერს სალომე სამადაშვილი.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიის ახალი წევრები დაასახელა. ახალი წევრები პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ წარადგინა.

banner
წინა სტატიაშივინ ახეხინა მეშვიდეკლასელ ბავშვებს ჩხოროწყუს მერიის ტუალეტები
შემდეგი სტატიათამარ ბელქანია: სხვისი შვილები