სალომე სამადაშვილი – მიხეილ სააკაშვილი ფართო მასშტაბის პოლიტიკოსია, რომლის ანალოგიური მონაცემებიც დღეს საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში არავის აქვს

მიხეილ სააკაშვილი ფართო მასშტაბის პოლიტიკოსია, რომლის ანალოგიური მონაცემებიც დღეს საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში არავის აქვს, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა.

„ჩვენს თანამედროვე ისტორიაში მიხეილ სააკაშვილი არის ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელმაც შეძლო იმ პოლიტიკური მუხტისა და გარემოს შექმნა, რომელმაც უზრუნველყო ჩვენს ქვეყანაში ძირეული რეფორმების გატარება. მიხეილ სააკაშვილი სარგებლობს ძალიან მაღალი ავტორიტეტით, როგორც ჩვენს რეგიონში, ასევე ზოგადად. ვფიქრობ, მას აქვს ძალი დიდი პოლიტიკური პოტენციალი, რომ ქვეყანაში სწრაფი რეფორმების გატარებისთვის აუცილებელი გარემო უზრუნველყოს. გარდა ამისა, აქვს პოტენციალი, დააინტერესოს ჩვენი ქვეყნით მსოფლიო. მიხეილ სააკაშვილია ფართო მასშტაბის პოლიტიკოსი, რომლის ანალოგიური მონაცემებიც დღეს საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში ობიექტურად, მოგვწონს ჩვენ ის თუ არა, სხვას არავის არ აქვს.

ჩვენ ვერ ვუკარნახებთ სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რა განცხადებები გააკეთონ და რა პოზიციები დაიჭირონ. ჩვენ შეგვიძლია საზოგადოებისა და სხვა ოპოზიციური პარტიების წინაშე დავაფიქსიროთ მხოლოდ ჩვენი პოზიცია -ჩვენი კარი ყველა ოპოზიციურ პარტიასთან თანამშრომლობისთვის ღიაა, ვისაც ბიძინა ივანიშვილის დამარცხება სურს. დიდი იმედი გვაქვს და გვჯერა რომ, ჩვენი მოქალაქეების დიდი უმრავლესობა, ვისაც ქვეყანაში გარდამტეხი პოლიტიკური ცვლილებები სურს, მხარს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერს, მიუხედავად ამისა წარმატებას ვუსურვებთ იმ ოპოზიციური პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ
ივანიშვილის დამარცხება ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებშია“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი ენმ-ის სიის წევრებსა და აქტივისტებს: ის დროა, ყველანი გავიდეთ ველზე
შემდეგი სტატიაგანათლების სამინისტრო – არც ერთი დირექტორი არ გაგვითავისუფლებია სამსახურიდან, პოლიტიკური ნიშნით ვინმეს გათავისუფლებას გამოვრიცხავთ