სალომე სამადაშვილი მიხეილ ჯანელიძეს სასამართლოში ჩივილით ემუქრება

ყველა უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რადგან რუსული სპეცსამსახურები აქტიურად მუშაობენ

მომავალში ჩვენ სასამართლოს მივმართავთ, თუკი ბატონი მინისტრი გაბედავს და პასუხს არ გასცემს დეპუტატის შეკითხვას, – ამის შესახებ დიასპორის კომიტეტის სხდომაზე ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრს უსმენენ. სამადაშვილის თქმით, თუ მომავალში ჯანელიძე კვლავ პასუხგაუცემლად დატოვებს მის სადეპუტატო შეკითხვას, სასამართლოს აუცილებლად მიმართავს.

”მომავალში ჩვენ სასამართლოს მივმართავთ, თუკი ბატონი მინისტრი გაბედავს და პასუხს არ გასცემს დეპუტატის შეკითხვას. მან მიიღო შეკითხვა ჩემგან, რომელიც დღემდე პასუხგაუცემელია. თქვენ, როგორც ჩანს, არ გესმით საკუთარი ვალდებულებები და ანგარიშვალდებულება ქართველი ხალხის წინაშე, მათ შორის ჩვენს წინაშეც, რომელიც წარმომადგენლები ვართ ქართველი ხალხის პარლამენტში. მე გირჩევთ, დაიქირავოთ ვინმე მრჩეველი, ვინც განგიმარტავთ ვალდებულებებს და მომავალში თავიდან აირიდოთ უსიამოვნო სასამართლო პროცესები, თუკი კიდევ გაბედავთ იგნორირებას ჩვენი შეკითხვების”, – მიმართა მინისტრს სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიფოთის მერმა თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძის ინფორმაციით, უმეტეს ქვეყანაში ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს შორის დაპირისპირებაა