სალომე სამადაშვილი ლელოს ინიციატივას უერთდება და ევროკავშირს ნიკა მელიას თავდებობის შესახებ მიმართავს

ყველა უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რადგან რუსული სპეცსამსახურები აქტიურად მუშაობენ

ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი ლელოს ინიციატივას უერთდება და ევროკავშირს ნიკა მელიას თავდებობის შესახებ მიმართავს. ამის შესახებ სამადაშვილი facebook-ზე წერს.

სამადაშვილი წერს, რომ ის მზადაა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს თავდებში პირადად ჩაუდგეს.

მისივე თქმით, შარლ მიშელის წარმოდგენილი დოკუმენტის ტექსტში ფორმულირება ნიკა მელიაას გათავისუფლების ყველა შესაძლო გზას ითვალისწინებს.

“იმედია, საქართველოს ხელისუფლებას ეყოფა ნებისყოფა და დათანხმდება ამ წინადადებას. ვუერთდები ლელოს ინიციატივას და მეც თხოვნით მივმართე ევროპარლამენტის წევრების ჯგუფს, ნიკა მელიას თავდებობის შესახებ. ცხადია, ასევე მზად ვარ მას თავდებში პირადად დავუდგე. აღსანიშნავია, რომ შეთანხმების ტექსტში ფორმულირება ითვალისწინებს ყველა შესაძლო გზას ნიკას გასთავისუფლებლად, არა მხოლოდ გირაოს და ამნისტიას”, – წერს სამადაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმამა დანიელის პირველი კომენტარი შექმნილი ვითარებასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაიუსტიციის მინისტრი კარლ ჰარცელს შეხვდა