სალომე სამადაშვილი: კვლევა აჩვენებს, რომ “ოცნებამ” ხალხში მხარდაჭერა დაკარგა

news
ავტ.: news ივლისი 29, 2016 12:31

სალომე სამადაშვილი: კვლევა აჩვენებს, რომ “ოცნებამ” ხალხში მხარდაჭერა დაკარგა

NDI-ის კვლევები აჩვენებს სურათს, რომლის მიხედვითაც 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება” დამარცხდება – ასე ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივ კვლევას “ნაციონალური მოძრაობა” ეხმაურება.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა მოსახლეობის მხარდაჭერა დაკარგა.

„კვლევა ნათლად აჩვენებს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ ხალხში მხარდაჭერა დაკარგა, რადგან მან იმ მთავარი პრობლემების გადაჭრა ვერ მოახერხა, რომელიც დღეს ჩვენს მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს, რაც არის უმუშევრობა, ეკონომიკა, მათი ცხოვრების პირობები, რომელიც დღითიდღე უარესდება,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

news
ავტ.: news ივლისი 29, 2016 12:31

Google სტატისტიკა


4,731
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics