11.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

სალომე სამადაშვილი: კობახიძეს, მდინარაძის გაგდებით, თავისი ადგილი მიუჩინეს

“ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა “თეა ადეიშვილის დღის ამბებში“ განაცხადა, რომ კობახიძეს თუ ჰქონდა ილუზია, რომ რაღაცას წარმოადგენდა, მდინარაძის გაგდებით თავისი ადგილი მიუჩინეს.

მისი თქმით, კობახიძე ე.წ. უჩინო გენერალია და რეალურად მას არანაირი ძალაუფლება არ აქვს.

,,კობახიძე არ აკონტროლებს იმას, სადაც არის ძალაუფლების ცენტრი ამ ქვეყნაში, მას თავისი ადგილი მიუჩინეს უკვე, მას თუ ჰქონდა ილუზია, რომ რაღაცას წარმოადგენს რეალურად, ამ მდინარაძის გაგდებით, თუ ჩამოშორებით, მას უთხრეს, რომ შენი ადგილი იცოდე. ამის მიღმა, მე არ ვიცი, შესაძლოა მეშლება და ვინც უკეთ ერკვევა შიდა დინამიკაში, გამისწოროს, მაგრამ არერთ ძალაუფლების ცენტრს, სადაც ძალაუფლებაა და სამწუხაროდ, ამ რეჟიმში, რომელიც დღეს მოქმედებს ჩვენ ქვეყანაში, ეს ძალაუფლების ცენტრი არის ძალოვანი უწყებები, პროკურტურა და სასამართლო, რომელიმეს აკონტროლებს კობახიძე? ეჭვი მეპარება, მას რაიმე კონტროლის მექანიზმები ჰქონდეს. ის არის ე.წ. უჩინო გენერალი და რეალურად მას არანაირი ძალაუფლება არ აქვს. ხვალ რომ უნდოდეს, ისე გადაუგრიხავენ კისერს, რომ ხმის ამოღებას ვერ მოასწრებს, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაში9-თვიანი მისიის შემდეგ, აშშ-ის ატომური ავიამზიდი USS Abraham Lincoln ტაილანდში შევიდა
შემდეგი სტატიააშშ უკრაინისთვის გადაცემული საბრძოლო მასალისთვის თანხას ევროპისგან მოითხოვს- ტრამპი