სალომე სამადაშვილი – ხელისუფლება დღითიდღე სასაცილო ხდება

ხელისუფლება დღითიდღე სასაცილო ხდება, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რადგან იმ ბრალდებების სერიოზულად აღქმა შეუძლებელია, რასაც „ქართული ოცნება“ ყოველდღე ცვლის და ამძიმებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განუცხადა, რომელიც გენერალური პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, რაც ქვეყანაში ხდება, ერთადერთ რამეს აჩვენებს, რომ ბიძინა ივანიშვილი უკიდურესად შეშინებულია, რადგან მან ძალიან ნათლად გაიგო, რომ მის მიერ საქართველოში პოლიტიკური ძალაუფლების დაკარგვა გარდაუვალია.

„გადაწყვიტა, ძალიან სახიფათო ფაზაში შევიდეს, რასაც პირდაპირ დაანონსებული პოლიტიკური ტერორი ჰქვია. ეს მხოლოდ იმ ქვეყნებში ხდება, სადაც დემოკრატიის არანაირი ნიშანწყალი არ არსებობს. როგორც ჩანს, ივანიშვილი მზად არის, ქვეყანა ავტორიტარულ რეჟიმად ჩამოყალიბდეს, მაგრამ არ არის მზად, არჩევნების გზით ხელისუფლება დათმოს. ეს ყველაფერი ძალიან სახიფათოა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებმაც აირჩიეს, რომ ევროპულ დემოკრატიულ ქვეყანაში იცხოვრონ. შესაძლოა, ამან ძალიან სერიოზული გამოწვევა შექმნას ქვეყნის განვითარებისთვის, მაგრამ ამავე დროს, ბიძინა ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ ინტენსიურ კონსულტაციებს ვმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან და „ქართული ოცნება“ არის საფრთხის ქვეშ, რომ საკუთარი თავი ისეთ ჩიხში შეიყვანოს, საიდან გამოსვლაც ძალიან გაუჭირდება“, – განაცხადა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კანდელაკი პროკურატურის განცხადებაზე – საერთოდ გაგიჟდა ეს ხალხი
შემდეგი სტატიარუსეთის დელეგაციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს რეზოლუცია დღის წესრიგიდან არ ამოიღო