სალომე სამადაშვილი: ხელისუფლება ბერლინიდან ხელცარიელი ბრუნდება

გიორგი კვირიკაშვილის გერმანიაში ვიზიტს და გერმანიის კანცლერთან შეხვედრას გამოხმაურება მოყვა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“, როგორ ენმ-ს ერთ-ერთი წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მიაღწია იმას, რომ ჩვენთვის უვიზო მიმოსვლის საკითხი გამიჯნულიყო.

„ეს იყო უშედეგო ვიზიტი, მსგავსი ვიზიტი უნდა გავრცელებულიყო ძალიან დიდი ხნის წინ რამდენიმე თვის წინ და რეალური შედეგი იქნებოდა ის, რომ ხელისუფლებას მიეღწია იმისათვის, რომ ჩვენთვის უვიზო მიმოსვლის საკითხი გამიჯნულიყო სწორედ იმ საერთო საკითხისგან რაც უკავშირდება უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხს, რადგან როგორც ქალბატონმა მერკელმაც დაადასტურა საქართველო არ წარმოადგენს პრობლემას მიგრაციის თვალსაზრისით, მაგრამ ამ პოზიციის ლობირება ვერ მოახდინა დროულად საქართველოს ხელისუფლებამ და დღესაც ფაქტობრივად ხელცარიელი მოდიან უკან ბერლინიდან“- განაცხადა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ვანო მერაბიშვილის საკითხზე უკრაინის გენერალური პროკურორის შეფასება ჩრდილს აყენებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს”
შემდეგი სტატიამერია “თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს