სალომე სამადაშვილი – კანდიდატის სტატუსს მხოლოდ უკრაინა და მოლდოვა თუ მიიღებენ და საქართველო ვერ მიიღებს, მოვითხოვ ვადამდელი არჩევნების დანიშვნას

კანდიდატის სტატუსს მხოლოდ უკრაინა და მოლდოვა თუ მიიღებენ და საქართველო ვერ მიიღებს, ჩემი მოთხოვნა იქნება ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

სამადაშვილმა კომენტარი გააკეთა ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ „კანდიდატის სტატუსი მნიშვნელოვანია, მაგრამ არის სიმბოლური მნიშვნელობის“. სალომე სამადაშვილის თქმით, ეს განცხადება სამარცხვინოა.

„ვადამდელი არჩევნები იქნება ჩემი მოთხოვნა, სტატუსს თუ ვერ მიიღებს საქართველო და მიიღებს უკრაინა-მოლდოვა. მათ მიერვე არჩეული სალომე ზურაბიშვილი რომ აცხადებს, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, საფრთხე შექმნოდა ჩვენი ქვეყნის სტატუსს, ამით ყველაფერი ნათქვამია. შეიძლება, სამუდამოდ ჩაგვიკეტოს შანსი ევროკავშირში ყოფნისთვის. სამარცხვინოა, რა მოწოდებაც გააკეთა ღარიბაშვილმა, რომ სიმბოლურია ეს სტატუსი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტს არ აქვს თითქმის არავითარი ფუნქცია საშინაო პოლიტიკაში, მაგრამ შეწყალება მის ხელშია, კრიმინალებს თუ შეიწყალებს, არ უნდა შეწუხდეს ქართველი ერი ამისთვის პასუხს თუ მოსთხოვს – წულუკიანი
შემდეგი სტატიასუს-ის გამოჩენა იყო პროვოკაცია… ვინმეს ჯანმრთელობის შესაძლო დაზიანება ჩვენს ინტერესებში არ შედიოდა – თსუ-ის სტუდენტების განცხადება