15.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 15, 2026
banner

სალომე სამადაშვილი: იზოლირებული ხელისუფლების პირობებში აზერბაიჯანთან საზღვრის საკითხზე პროგრესის მოლოდინი არ მაქვს

„ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმუარა, რომლის მიხედვითაც ქართული მხარე აზერბაიჯანთან დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსისა და საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის დაჩქარებაზე შეთანხმდა.

სამადაშვილის თქმით, საზღვრის დადგენის რთულ პროცესს ხელი შეუშალა მმართველი გუნდის მიერ 2020 წელს დავით-გარეჯის თემაზე წარმოებულმა „სამარცხვინო პროპაგანდისტულმა კამპანიამ“ და უდანაშაულო მეცნიერების დაკავებამ.

მან აღნიშნა, რომ რეგიონში აზერბაიჯანის ლიდერობისა და საქართველოს ხელისუფლების სრული საერთაშორისო იზოლაციის ფონზე, მოქმედი მთავრობის პირობებში ამ საკითხზე რაიმე პროგრესის მოლოდინი არ აქვს.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია – ქვეყანაში არჩევანი იკრძალება იმიტომ, რომ საქართველო იყოს ისეთი, როგორიც რუსეთს დასჭირდება
შემდეგი სტატიაეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესით შეშფოთებულია