სალომე სამადაშვილი ირაკლი ღარიბაშვილსა და ირაკლი კობახიძეს უჩივის

პარტია „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი ირაკლი ღარიბაშვილსა და ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივის. აღნიშნულის შესახებ სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ღარიბაშვილის თავდასხმის შემდეგ, დამიკავშირდნენ სხვადასხვა საელჩოები და მკითხეს, უსაფრთხოდ ვგრძნობ თუ არა თავს. მიიჩნევენ, რომ ვინმეს გამოცხადება ქვეყნის მოღალატედ, არის ძალადობის წახალისება. მირჩიეს, რომ შევიტანო სარჩელი.

დღეს კობახიძემ გაიმეორა იგივე.

მსურს საზოგადოებას ვაცნობო, რომ გადავწყვიტე ოფიციალურად ვუჩივლო ივანიშვილის ორივე ხელქვეითს.

არ ვიცი, რომელ სოროებში იქნებიან იმ დროისთვის, როდესაც ეს სარჩელი დაკმაყოფილდება, ივანიშვილის სასამართლო, ცხადია, სარჩელს თაროზე შემოდებს. მაგრამ მიაკითხავს სამართალი, ადრე თუ გვიან“, – წერს სამადაშვილი.

banner
წინა სტატიაში„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთს თავდასხმებისა და მუქარის შემცველი ქმედებების შეწყვეტისკენ, ასევე, უკრაინის პორტების განბლოკვისკენ მოუწოდეს
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ძლიერი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა