სალომე სამადაშვილი – იმედია, ევროპარლამენტის რეზოლუციამ დაასრულა უაზრო არგუმენტი, რომ ადგილობრივი არჩევნები ლეგიტიმაციას ანიჭებს ვინმეს – რაც მკვდარია, მეორედ ვერ მოკვდება

ევროპარლამენტის რეზოლუცია მოუწოდებს ოპოზიციას, ადგილობრივი არჩევნებზე დაიცვას ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული დემოკრატიული არჩევანი, დაასრულა უაზრო არგუმენტი, რომ ადგილობრივი არჩევნები ლეგიტიმაციას ანიჭებს ვინმეს , – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი წერს.

სამადაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუცია ნათლად აცხადებს, რომ ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე, ივანიშვილის ხელისუფლება არალეგიტიმურია.

„იმედია, ევროპარლამენტის რეზოლუციამ, რომელიც ნათლად აცხადებს, რომ ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე, ივანიშვილის ხელისუფლება არალეგიტიმურია, ამავე დროს მოუწოდებს ოპოზიციას, ადგილობრივი არჩევნებზე დაიცვას ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული დემოკრატიული არჩევანი, დაასრულა უაზრო არგუმენტი, რომ ადგილობრივი არჩევნები ლეგიტიმაციას ანიჭებს ვინმეს. რაც მკვდარია, მეორედ ვერ მოკვდება”, – წერს სალომე სამადაშვილი.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია – ევროპარლამენტის ანგარიშში ნათლადაა მითითებული, რომ ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩატარდეს პირობებით – პირდაპირი მოწოდებაც რომ იყოს, კოალიცია არ აპირებს შესვლას წინასწარ გაყალბებულ და სამშობლოს დამაზიანებელ კამპანიაში
შემდეგი სტატიაპროკურატურა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პოლიტიკოსების მკაცრად დასჯის მომხრეა