სალომე სამადაშვილი : გვაქვს გამოცდილება, რომ საქართველოს ხელისუფლება ვენეციის კომისიის დასკვნას ითხოვს და შემდეგ არ ითვალისწინებს

გვაქვს გამოცდილება, რომ საქართველოს ხელისუფლება ვენეციის კომისიის დასკვნას ითხოვს და შემდეგ არ ითვალისწინებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მან მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც ვენეციის კომისიაშია გადაგზავნილი.

„სამწუხაროდ, შემოთავაზებული კანონპროექტები ვერ შეცვლის იმ სისტემას, რაც არის შექმნილი სასამართლოში კლანური მმართველობის სახით. გუშინ ვნახეთ დავით კირკიტაძის პროცესზე, რომ არავითარი დამოუკიდებლობა საქართველოში სასამართლოს არ აქვს. ამიტომ, ეს ერთი კონკრეტული კანონპროექტი რეალობას ვერ შეცვლის. მიგვაჩნია, რომ არასამთავრობოების რეკომენდაციები უნდა იყოს გათვალისწინებული.

რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, გვაქვს გამოცდილება, რომ საქართველოს ხელისუფლება ითხოვს ვენეციის კომისიის დასკვნას, თუმცა შემდეგ ამ დასკვნას არ ითვალისწინებს, როგორც ეს მოხდა მაგალითად, კონსტიტუციის შემთხვევაში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისი თქმით, ვენეციის კომისიის მოსაზრება კანონპროექტზე მნიშვნელოვანია და ეჭვობს, რომ თუკი ეს დასკვნა უარყოფითი იქნება, მას არ გაითვალისწინებენ.

„ეჭვი მაქვს, რომ თუ ვენეციის დასკვნა იქნება უარყოფითი ან იქნება დამატებითი რეკომენდაციები, ხელისუფლება ამ რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს, რადგან მის დღის წესრიგში შედის, სწრფად, მისთვის სასურველი მოსამართლეები დანიშნოს უზენაეს სასამართლოში, საკუთარი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. ვნახოთ, რა დასკვნა იქნება და ამაზე რა იქნება ხელისუფლების რეაქცია“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ განაცხადა, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა მკაფიო და გამჭვირვალე კრიტერიუმებსა და პროცედურებზე დაყრდნობით აუცილებელია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის. ამასთან, ჯანი ბუკიკიომ განაცხადა, რომ კომისია სწრაფად შეასრულებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თხოვნას, მოსაზრება გამოთქვან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშითინა ბოკუჩავა : ირაკლი კვარაცხელია შესაძლოა, ნაწამები და მოკლულია, საქართველოს ხელისუფლება კი სრულ უმოქმედობას ავლენს
შემდეგი სტატიაოდიშარიას ალტერნატიულ ფართს შესთავაზებენ და არა 11 მილიონს