სალომე სამადაშვილი : გიორგი ქობულიას თანამდებობიდან წასვლა შიდა დაპირისპირებას უკავშირდება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ გიორგი ქობულიას თანამდებობიდან წასვლა შიდა დაპირისპირებას უკავშირდება. ​

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, როგორც ჩანს, გიორგი ქობულიამ არ გაითვალისწინა მასზე გავლენიანი ადამიანების ინტერესი და ამ პროცესს შეეწირა.

„ვიცით, რომ დღევანდელ ხელისუფლებაში თანამდებობის პირების ქობულია იქნება თუ სხვა, დანიშვნა ან თანამდებობიდან გადაყენება იმის მიხედვით კი არ ხდება რეალურად მათ საქმის თვალსაზრისით რა დამსახურება აქვთ ან რა ვერ გააკეთეს, არამედ, ეს მუდმივად ბიძინა ივანიშვილის კლანის კულუარული დაჯგუფების შიდა ინტერესების გადაჯგუფება და იქ გაჩენილი კონფლიქტებია. ქობულიას თანამდებობიდან​ წასვლა ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში გავლენისთვის ბრძოლას და შიდა დაპირისპირებას უკავშირდება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გიორგი ქობულიამ თანამდებობა გუშინ დატოვა. ეკონომიკის ახალ მინისტრად მისი მოადგილე ნათია თურნავა დაინიშნა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი აბესაძე : გამოჩნდა, რომ ეკონომიკის მინისტრი გადააყენეს და მას პრემიერთან გარკვეული დაპირისპირება ჰქონდა
შემდეგი სტატიაივანიშვილის ავლით ასეთი რამეები არ ხდება – ქანთარია ქობულიას გადაყენებაზე