სალომე სამადაშვილი : გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნა იყო ფაქტობრივად ომის გამოცხადება დემოკრატიული პროცესისთვის

მგონი, ყველასთვის ნათელია, რომ გახარიას დანიშვნა პრემიერ-მინისტრად ეს იყო ფაქტობრივად ომის გამოცხადება დემოკრატიული პროცესისთვის და ქართველი ხალხისთვის ივანიშვილის მხრიდან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

ერთი რამ არის ნათელი, საპარლამენტო არჩევნებზე ივანიშვილი ეცდება, რომ რეპრესიული პოლიტიკის გატარებით შეინარჩუნოს ძალაუფლება, მაშინ როდესაც ეკონომიკური ვითარება უახლოეს პერიოდში სამწუხაროდ მხოლოდ გართულდება. სწორედ ამიტომ, გახარიას დანიშვნა არ არის გამოწვევა მხოლოდ ოპოზიციისთვის, ეს არის გამოწვევა ჩვენი მომავლისთვის ევროატლანტიკურ სივრცეში, რადგან სწორედ ევროკავშირი და ნატო, ეს არის დემოკრატიული ქვეყნების განვითარება. როგორც ჩანს, ივანიშვილმა მტკიცედ გადაწყვიტა, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად ჩამოშორდეს დემოკრატიულ სამყაროს. ივანიშვილის ამოცანა დღეს არის, რომ გაანეიტრალოს ყველა პოლიტიკური ოპონენტი. დასრულებით ივანიშვილი დაემუქრა არა ოპოზიციის ლიდერებს, არამედ ფაქტობრივად 800 ათას ამომრჩეველს, რომელმაც ბოლო არჩევნებზე ფაქტობრივად მხარი დაუჭირა „ნაციონალურ მოძრაობას“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე – „ქართულ ოცნებაში“ ვერავინ ხვდება, რომ მათი მზის ჩასვენება დაიწყო, რასაც დაისი ჰქვია
შემდეგი სტატიადღეს,“ქართულ ოცნებაში” გავლენიანი ფიგურა კახა კალაძეა – ჭიჭინაძე