სალომე სამადაშვილი გიორგი გახარიას მიმართავს – იძულებული გავხდი, მოვსულიყავი და თვალებში შემეხედა თქვენთვის

region
ავტ.: region სექტემბერი 6, 2019 13:09

სალომე სამადაშვილი გიორგი გახარიას მიმართავს – იძულებული გავხდი, მოვსულიყავი და თვალებში შემეხედა თქვენთვის

მე იძულებული გავხდი, რომ მოვსულიყავი და თვალებში შემეხედა, – ასე მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტში ფრაქციის შეხვედრაზე.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ის დღეს ფრაქციის შეხვედრაზე მისვლას არ გეგმავდა. მისივე თქმით, გიორგი გახარიას „ქვეყანაში ეროვნული ხელისუფლების აღდგენის“ შემდეგ, კითხვებზე პასუხის გაცემა სხვა ფორმატში მოუწევს.

„სიმართლე გითხრათ, დღეს აქ მოსვლას არ ვგეგმავდი, რადგან მკვლელებთან, ბატონო გიორგი გახარია, კითხვები არ უნდა ისმებოდეს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, მკვლელებს იბარებს პროკურატურა გამოკითხვაზე, პროკურატურა უსვამს კითხვებს და პარლამენტში თუ მოდიან, მოდიან ერთადერთ ფორმატში – პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე. თქვენ რა თქმა უნდა, გაძლევთ გარანტიას, რომ მოგიწევთ სწორედ ამ ფორმატში ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა, როდესაც ქვეყანაში აღდგება ეროვნული ხელისუფლება, თუ რა თქმა უნდა, არ გაიქეცით მანამდე თქვენს მეორე სამშობლოში, მაგრამ შეიძლება არ მიგიღონ იქ შესაბამისმა ორგანოებმა შეუსრულებელი დავალებების გამო, როდესაც გაგყრით ქართველი ხალხი აქედან, მაგრამ მე იძულებული გავხდი, რომ მოვსულიყავი და თვალებში შემეხედა, არანაირი სურვილი არ მაქვს რომ გიყურებთ, მაგრამ იძულებული ვიყავი, მოვსულიყავი, რადგან გუშინ ია კერზაიას, თქვენს მიერ მოკლული ადამიანის შვილმა მთხოვა, მოვსულიყავი და თვალებში ჩამეხედა თქვენთვის, მეკითხა, რატომ მოკვდა დედამისი, ია კერზაია, რომლის საქმეც თქვენ დახურეთ. ახლა ერთი კვირის წინ, გამოაცხადეთ, რომ თურმე მსხვერპლი, როდესაც ადამიანი გარდაიცვალა გულის შეტევით, რადგან ვერ გაუძლო იმ ჯალათობრივ ზეწოლას და ძალადობას, რომელიც განახორციელეს თქვენი ხელმძღვანელობის ქვეშ სამეგრელოში“, – განაცხადა სამადაშვილმა.

სამადაშვილმა გიორგი გახარიას ჰკითხა, როგორ ბედავს პარლამენტში მისვლას და საკუთარი თავის წარდგენას ქართველი ხალხისთვის.

„მე მოვედი ამ ხალხის სახელით, თვალებდათხრილი და გაუბედურებული ადამიანების სახელით. როგორ ბედავთ, რომ მოდიხართ საქართველოს პარლამენტში და თავს წარუდგენთ ქართველ ხალხს, რომელიც სკანირებს დღეს, რომ 20 ივნისს გამოსულიყავით და როგორც გჩვევიათ და ერთხელ მოიხადეთ ბოდიში, მაშინ რატომ მოიხადეთ არ ვიცი, მაგრამ როცა უნდა მოგეხადათ ხალხისთვის ძალიან დიდი ბოდიში და წასულიყავით, ამის ნაცვლად აქ მოდიხართ და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის რანგში უნდა მოგისმინოთ?, – განაცხადა სამადაშვილმა.

დეპუტატის თქმით, გიორგი გახარიას შესახებ არავინ იცოდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს.

„რა კითხვები უნდა მქონდეს თქვენთან, რა კითხვები შეიძლება, მქონდეს ამ უბედურების შემოქმედთან. ეს არის გზა, რომელიც გადის თქვენი პრემიერ-მინისტრობისკენ და მაინტერესებს, ბოლო ჟამის მინისტრთა კაბინეტია ეს, ბოლო ჟამი რომ დგება ხოლმე, თქვენნაირ ადამიანებს რომ წინ წამოწევენ, ახლა მაინტერესებს, აქ რომ გიწევთ შემოსვლა პოლიციის კორდონის ქვეშ, აქ დღეს ხედავთ სიცარიელეა, სინამდვილეში ხალხი უნდა იყოს, სინამდვილეში თქვენ ხალხის პრემიერ-მინისტრი ხართ, თუმცა 2016 წელს, საპარლამენტო არჩევნები რომ ჩატარდა, თქვენ ვინ იყავით არავინ იცოდა და აბსურდის ქვეყანაში ვცხოვრობთ“, – აღნიშნა დეპუტატმა.

მისი თქმით, მთავრობის წევრები დღეს პარლამენტში პოლიციის კორდონის ქვეშ შეიპარნენ, რადგან ხალხის ეშინიათ.

„საერთოდ არ ვიცოდით ადამიანი, რომელიც პრემიერ-მინისტრი ხდება საპარლამენტო რესპუბლიკაში. დღეს თქვენ და თქვენი მთავრობის წევრები აქ რომ შემოიპარებით ხოლმე პოლიციის კორდონის ქვეშ, რადგან ხალხის გეშინიათ, როგორ აპირებთ, რომ იმუშაოთ, იარსებოთ როგორც ხელისუფლებამ. თქვენ გგონიათ რომ საქართველო აქ არის? ბიძინა ივანიშვილის მართული რაღაც დაჯგუფება, უმრავლესობა რომ ჰქვიათ და ვის წარმოადგენენ საერთოდ არ იციან, თქვენ გგონიათ, რომ ეგ არის საქართველო? საქართველო არის ხალხი, რომელიც თქვენ გადაჯეგეთ, რომელსაც გადაუარეთ და არანაირი ძალაუფლება არ ღირს ამად“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა.

დეპუტატის თქმით, ის გიორგი გახარიასგან მხოლოდ ბოდიშს და წასვლას ელოდა.

„მე ერთადერთ რამეს მოველოდი თქვენგან, რომ იტყოდით – ბოდიში და კარგად იყავით. კითხვა ერთადერთი მაქვს მხოლოდ – როგორ აპირებთ, იყოთ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, როგორ აპირებთ, როდესაც მთელი საქართველო სკანირებს თქვენს სახელს ამ კლიპში, რომელიც დღეს ჩვენ მოვისმინეთ“, – განაცხადა სამადაშვილმა ფრაქციის სხდომაზე, რომელიც ვიდეოკითხვით დაიწყო, სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ნაჩვენები კლიპი 20-21 ივნისის მოვლენებს ეხებოდა.

region
ავტ.: region სექტემბერი 6, 2019 13:09

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,373
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics