სალომე სამადაშვილი : „ეს თავდასხმაა საქართველოს პროდასავლურ კურსზე და ჩვენს ურთიერთობებზე ნატოსთან “

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი ნატო -საქართველოს სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ “ეს არის კიდე ერთი დემონსტრირება არჩევნების რუსეთის სასარგებლოდ დასრულებისა”.

„ეს თავდასხმაა საქართველოს პროდასავლურ კურსზე და ჩვენს ურთიერთობებზე ნატოსთან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან მკაცრი განცხადებით უნდა უპასუხოს, რადგან მსგავსი განცხადებები ჩვენს სუვენერულ ინტერესებში შემოსვლაა, რისი უფლებაც რუსეთის სახელმწიფოს არ აქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს განცხადებაც უპასუხოდ დარჩება, რადგან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიერ არაერთი მსგავსი განცხადება გვინახავს უპასუხოდ დატოვებული“- აცხადებს სალომე სამადაშვილი.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და იარაღის უკანონოდ შეძენა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატია“ივანიშვილმა გურული ოჯახისგან 45 ათას დოლარად ბაობაბის ხე შეიძინა”