სალომე სამადაშვილი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ურჩევს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწეროს

ყველა უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რადგან რუსული სპეცსამსახურები აქტიურად მუშაობენ

„ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრი, სალომე სამადაშვილი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ურჩევს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწეროს.

როგორც სამადაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, დღეს ეს არის „ერთადერთი ჭკვიანური სვლა.“

„ენმ-ს რაც შეეხება, ერთადერთი ჭკვიანური სვლა, რაც შეუძლიათ გააკეთონ, მიშელის შეთანხმების ხელმოწერაა. მეგობრულ რჩევად ჩათვალონ ყოფილმა თანაგუნდელებმა, ნუ იქნებიან პრიმიტიულად პროგნოზირებადი”, – წერს სალომე სამადაშვილი.

ცნობისათვის, „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს.

banner
წინა სტატიაში“ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, ზალკალიანის ინტერვიუ განსაკუთრებით სასაცილოდ ჩანს” | კრამონი საქართველოში ჩამოდის
შემდეგი სტატიაგია ხუხაშვილი: 43%-ზე ვერ გადიან – გახარიამ, მათი ელექტორატის სახით, ძალიან მსხვილი ნაწილი წაიღო