14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

სალომე სამადაშვილი: დღეს საქართველოს 2008 წლის ომში მხოლოდ ორი ხმა ადანაშაულებს — პუტინისა და ბიძინა ივანიშვილის

„ლელო — ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი აგვისტოს ომთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდის რიტორიკა ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს.

სამადაშვილის თქმით, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები რუსულ ნარატივს იმეორებენ, ამით ოკუპანტი ქვეყნის ქმედებების ლეგიტიმაციას ახდენენ:

„როდესაც კობახიძე, ივანიშვილი თუ სხვა ადანაშაულებს 2008 წლის ხელისუფლებას ომის დაწყებაში და იმეორებს რუსულ ნარატივს, თითქოს რუსეთს „მშვიდობის იძულების ოპერაციის“ ჩატარება მოუწია, ამით ლეგიტიმურობას უქმნიან მომავალში რუსეთის პრეტენზიას, რომ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება აუცილებელი ნაბიჯი იყო. ეს პირდაპირ დარტყმას აყენებს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს.

ფაქტობრივად, დღეს მხოლოდ ორი ხმა ისმის, რომელიც საქართველოს 2008 წლის ომში ადანაშაულებს — ეს არის პუტინისა და ბიძინა ივანიშვილის ხმა“.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიაუკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის 5 კომპლექსი და შავ ზღვაში 3 გემი გაანადგურა