სალომე სამადაშვილი: ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა განსაკუთრებული შოკი მიიღეს

“როდესაც მეორე მხარეს არა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე რომელიმე პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, არამედ რუსი ოლიგარქის აზროვნების ტიპაჟი ზის, იქ პოლიტიკური მოლაპარაკებები სხვა სიბრტყეში გადადის”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, ეს კარგად დაინახეს ევროპელემა პარტნიორებმა და ამიტომ მიიღეს განსაკუთრებული შოკი.

“როდესაც ერთ მხარეს სხედან პოლიტიკოსები ოპოზიციიდან, რომელიც შეიძლება ვიღაცას მეტად მოსწონს ან ნაკლებად, მაგრამ ჩვენ წარმოვადგენთ ამომრჩევლის მიერ მხარდაჭერილი პარტიების პოზიციებს. მეორე მხარეს კი ზის არა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე რომელიმე პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, არამედ რუსი ოლიგარქის აზროვნების ტიპაჟი. როდესაც ასეთი წარმომადგენლები სხედან და გელაპარაკებიან, იქ პოლიტიკური მოლაპარაკებები სხვა სიბრტყეში გადადის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს კარგად დაინახეს ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა და ამიტომ მიიღეს მათ განსაკუთრებული შოკი”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

18 მარტს, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის საერთაშორისო პარტნიორების მედიატორიბით გამართული მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონის განცხადებით, კრიზისის გადაწყვეტა დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე.

banner
წინა სტატიაშიფეისბუქი, მესენჯერი, ინსტრაგამი და ვოთსაპი ერთი საათია შეფერხებით მუშაობს
შემდეგი სტატიამეგრელიშვილი: “გირჩი” პირდაპირ მოლაპარაკებას დაიწყებს “ოცნებასთან”