სალომე სამადაშვილი : ბატონ გახარიასთან უამრავი შეკითხვა გვაქვს

news
ავტ.: news მაისი 26, 2020 12:59

სალომე სამადაშვილი : ბატონ გახარიასთან უამრავი შეკითხვა გვაქვს

ბატონ გახარიასთან უამრავი პოლიტიკური შეკითხვა გვაქვს, რაც ეხება იმას, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება საფრთხეს უქმნის 8 მარტის შეთანხმების შესრულებას და ამით საფრთხეს უქმნის ქვეყანაში პოლიტიკურ სტაბილურობას, რომელიც გვჭირდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

სამადაშვილის თქმით, გახარიასთან მიმართებით კითხვები ქვეყნის საგარეო იმიჯთან დაკავშირებითაც ექნებათ.

„ქვეყნის საგარეო იმიჯი დღეს სრულად არის ჩამოშლილი და ეს საფრთხეს უქმნის სწორედ იმ თანამშრომლობას და დახმარებას, რომელიც დღეს სასიცოცხლოდ გვჭირდება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი შეკითხვა გვექნება კონკრეტულად იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა დღეს არის სრულიად მიტოვებული საკუთარი ხელისუფლებისგან. მაშინ, როდესაც ასობით ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ შემოსავალი, სამსახური დაკარგა და არაფრის იმედი არ აქვს, სად არის და რას აკეთებს ამ დროს სახელმწიფო?! ამასთან დაკავშირებით გვექნება მასთან ძალიან ბევრი შეკითხვა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, 27 მაისს, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მთავრობის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე საქართველოს პარლამენტში ანგარიშს წარადგენს.

news
ავტ.: news მაისი 26, 2020 12:59

Google სტატისტიკა


2,535
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics