სალომე სამადაშვილი : არ გამიკვირდება, ხვალ მოვისმინო, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობა სხვისი ბრალია

ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი მთავარი პროკურატურის მიერ ბადრი პატარკაციშვილის საქმის გახსნას უნიჭო პიარსვლად აფასებს.

როგორც ჟურნალისტებს სამადაშვილმა განუცხადა, ჩანაწერები ათი წლის სიძველისაა, “ქართული ოცნება” კი, ქვეყანას ექვსი წელია მართავს და დღეს, ყოფილი ხელისუფლების მიმართ გაუგონარი ბრალდებით გამოდის.

“დღეს, 2018 წლის 17 ოქტომბერია, „ქართული ოცნება“ ქვეყანას ექვსი წელია მართავს, ლარის კურსი 2,68 ნიშნულზეა და ხელისუფლებას ისეთი საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავს, რომელსაც მხარს არავინ არ უჭერს და მმართველი გუნდი არჩევნებს აგებს. ამ რეალობის ფონზე მთავარი პროკურატურის განცხადება ძალიან უნიჭოდ დადგმული პიარსვლაა, რომლითაც „ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ხალხის მოტყუება 2012 წელს შეძლო. „ქართული ოცნება“ იგივე მეთოდებით მუშაობს და არ გამიკვირდება, ხვალ მოვისმინო, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობა სხვისი ბრალია, ან სხვა აბსურდული განცხადება გაავრცელონ. ეს ყველაფერი უნიჭო, აბსურდული, ფუჭი მცდელობაა და ქართველი ხალხი „ქართულ ოცნებას“ პასუხს 28 ოქტომბერს გასცემს. ხელისუფლება ქართველი ხალხის მოტყუებას უსინდისოდ ცდილობს, რადგან ქართველი ხალხისთვის სხვა შეთავაზება არ აქვს”, – განაცხადა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ჭელიძეს 16 ადვოკატი იცავს
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს სპიკერს შეხვდა