20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

სალომე სამადაშვილი: ანექსია მიმდინარეობს სწორედ ივანიშვილის რეჟიმის მდუმარე მხარდაჭერით

“ძლიერი საქართველო-ლელოს” წევრი სალომე სამადაშვილი ეხმაურება  გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც რუსეთის დუმამ რუსეთსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს, ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა.

„ჩვენს ტერიტორიაზე მიმდინარე ანექსიის პროცესი, რომელიც კიდევ ერთხელ გაფორმდა გუშინ მოსკოვში, ამის კიდევ ერთი მაგალითია. 9 მაისს მოსკოვში აღნიშნული ხელშეკრულების მოწერის დღიდან დღემდე, საქართველოს მმართველ რეჟიმს არც ერთი განცხადება ამ ფაქტზე არ გაუკეთებია. ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს რუსული ოკუპაციის გაპროტესტებისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნის მიზნით მშვიდობიანი მანიფესტაციისას, ტროტუარზე დგომისთვის აკავებს, აჯარიმებს, ფიზიკურად უსწორდება – დუმს საქართველოს რეგიონის ღია ანექსიის პროცესზე. დღეს,ეს დუმილი არის რეალურად თანხმობა მიმდინარე ანექსიის პროცესზე, შესაბამისად, შეიძლება ვთქვა, რომ ანექსია მიმდინარეობს სწორედ ივანიშვილის რეჟიმის მდუმარე მხარდაჭერით“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისი თქმით, გასული წლების შემთხვევებისაგან განსხვავებით, ახლა ვხედავთ, რომ ანექსიის მიმდინარე ფაქტთან დაკავშირებით არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ იმ ქვეყნებს, რომლებიც ტრადიციულად იყვნენ საქართველოს პარტნიორები სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის თვალსაზრისით.

სამადაშვილის შეფასებით, ეს არის ლოგიკურ შედეგი იმ პოლიტიკის, რომელსაც „ივანიშვილის რეჟიმი აწარმოებს და რომელმაც ჩვენი ქვეყანა დატოვა საერთაშორისო იზოლაციაში“.

banner
წინა სტატიაშიმახაშვილი: ბრიუსელმა დემოკრატიულობის ნიღაბი ჩამოიხსნა
შემდეგი სტატიადაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად