სალომე სამადაშვილი – ახალი ინსტრუქცია მოუვიდათ პატრონებისგან – დასავლელი დიპლომატების შერჩევითი წესით საქართველოდან გაძევება – რუსეთი, მანამდე საბჭოთა კავშირი, იგივე ხერხით ქვეყნიდან ამერიკელ და ევროპელ დიპლომატებს აგდებდა

ახალი ინსტრუქცია მოუვიდათ პატრონებისგან – დასავლელი დიპლომატების შერჩევითი წესით საქართველოდან გაძევება. რუსეთი, მანამდე საბჭოთა კავშირი, იგივე ხერხით ქვეყნიდან ამერიკელ და ევროპელ დიპლომატებს აგდებდა, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილი განაცხადა, რითაც ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის ანალიტიკურ წერილს გამოეხმაურა.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ ამოცანაა, რომ „დასავლეთი საქართველოდან ბოლომდე ჩახსნან”.

„ახალი ინსტრუქცია მოუვიდათ პატრონებისგან – დასავლელი დიპლომატების შერჩევითი წესით საქართველოდან გაძევება. რუსეთი, მანამდე საბჭოთა კავშირი, იგივე ხერხით ქვეყნიდან ამერიკელ და ევროპელ დიპლომატებს აგდებდა.

არანაირი დასავლეთთან „ნორმალიზაცია” არაა ამათი დღის წესრიგი. ამოცანაა ბოლომდე ჩახსნან დასავლეთი საქართველოდან, გაწმინდონ პოლიტიკური და საზოგადოებრივი სპექტრი დასავლური ღირებულებების ხალხისგან, გატეხონ საზოგადოებრივი პროტესტი და „გასუფთავებული” ჩააბარონ რუსებს.

მერე რა ჯოჯოხეთიც იქნება ეს ქვეყანა, ჩართეთ რუსული პროპაგანდა, ომში მოკლული შვილების, ქმრების და ძმებისთვის მადლობას რომ ეუბნებიან პუტინს და მიხვდებით.

უკრაინის ტერიტორიის 1%-ის ასაღებად 400 000 რუსი მოაკვლევინა პუტინმა გასულ 18 თვეში. დამატებითი საზარბაზნე ხორცი სჭირდებათ, თუნდაც ცოტა იყოს”, – წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაში“თუ საქართველოსთან თავისუფალი მიმოსვლის სტატუსი გადაიხედება, პასუხისმგებელი “ქართული ოცნება” იქნება”-იუკნევიჩიენე
შემდეგი სტატიამოსკოვი აფხაზეთის რუსეთში ინტეგრაციას კიდევ უფრო აღრმავებს