სალომე ჩარკვიანმა ჩვენება მაია რჩეულიშვილის წინააღმდეგ მისცა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც „ცენტრ-პოინტის“ საქმის ბათუმის „მაგნოლიის“ ეპიზოდის განხილვა მიმდინარეობს საქმეზე მსჯავრდებულმა სალომე ჩარკვიანმა სკანდალური განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, დოკუმენტებზე, რომლებზეც ფიქსირდება მისი ხელმოწერა, რის საშუალებითაც სხვადასხვა თანხებია გატანილი სალაროდან, მაია რჩეულიშვილის დავალებით აწერდა ხელს.

ჩარკვიანის განმარტებით, მას ზუსტად არ ახსოვს, თუმცა, უმეტესად, ის არ კითხულობდა იმ დოკუმენტაციას, რაზეც ხელს აწერდა.

მოწმეს კითხვა ხელმოწერებთან დაკავშირებით ბრალდებულმა გურამ რჩეულიშვილმაც დაუსვა, რაზეც სალომე ჩარკვიანმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ის სამსახურიდან წავიდა, მისი ფაქსიმილეს მეშვეობით, გატანილია ასევე თანხები, თუმცა რა გზით, მისთვის უცნობია.

სალომე ჩარკვიანს რამდენიმე თვის წინ საპროცესო შეთანხმება ბრალის აღიარების სანაცვლოდ გაუფორმდა.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა თურქეთთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებაზე მოლაპარაკები შეაჩერა
შემდეგი სტატიასექს-სკანდალი ბრიტანეთის ფეხბურთში – 819-ზე მეტი საჩივარი ბავშვთა გუნდებიდან