სალომე ჩარკვიანის საპროცესო შეთანხმება ოთხ წლიან პირობით მსჯავრს ითვალისწინებს

ამ წუთებში “ცენტრ პოინტის” საქმეზე ბრალდებულის სალომე ჩარკვიანის საპროცესი შეთანხმების დადასტურების შესახებ საქალაქო სასამართლოში იმსჯელებენ.

“სალომემ აღიარა დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და გამოძიებას მივმართეთ, რომ გაფორმებულიყო საპროცესო შეთანხმება. იქიდან გამომდინარე, რომ იმ დანაშაუალის ჩადენიდან გასულია 10 წელი, იქიდან გამომდინარე კიდევ, რომ დაზარალებულებმა თქვეს, რომ სალომე ჩარკვიანი ამ საქმეში ყველაზე ნაკლებად იყო დამნაშავე, პროლურატურამ ეს ყველაფერი გაითვალისწინა და სალომესთან საპროცესო შეთანხმება ფორმდება. პირობას რაც შეეხება, ეს არის 4 წლიანი პირობითი მსჯავრი”, – განუცხადა ჟურნალისტებს პროცესის დაწყების წინ სალომე ჩარკვიანის ადვოკატმა.

პროკურატურამ სალომე ჩარკვიანთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების შუამდგომლობით სასამართლოს გუშინ მიმართა.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ზოლი საზღვრის დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზეა გადასული”
შემდეგი სტატიასალომე ჩარკვიანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს