სალომე ასათიანი: საქართველოში მიღებული განათლება არ ფასობს

SALOMEრადიო “თავისუფლების” ჟურნალისტი, სალომე ასათიანი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე განათლების პრობლემას ეხება და ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ამა თუ იმ პოზიციაზე კანდიდატის წარდგენისას, განათლებაზე საუბრისას ყოველთვის ხაზს უსვამენ იმას, რომ მან საზღვარგარეთ დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი. სალომე ასათიანის აზრით, ამდაგვარი დამოკიდებულება, განსაკუთრებით ხელისუფლების მხრიდან პრობლემურია: “ადგილობრივი, საქართველოში მიღებული განათლება იმდენად არ ფასობს ქვეყანაში, რომ მმართველი ძალის ახალი წევრების ერთ-ერთ უმთავრეს მახასიათებლად ლომონოსოვის, ჰარვარდის, ნოტინგემის უნივერსიტეტებში, თუ შვედეთში და გერმანიაში სწავლას გვისახელებენ. ამას, ცხადია, ობიექტური მიზეზებიც აქვს – გადახედეთ საქართველოს უნივერსიტეტების ადგილს მსოფლიო რეიტინგებში, ან მოსწავლეების აკადემიურ მაჩვენებლებს მათ უცხოელ თანატოლებთან შედარებით; მაგრამ ხელისუფლება რომ ამჟღავნებს ამგვარ დამოკიდებულებას, ეს თავისთავადაა პრობლემური. იმედია განათლების ხარისხი და ხელმისაწვდომობა ოდესმე რეალურად დადგება ქვეყნის მართვის დღის წესრიგში. დღეს ყველაფერზე მნიშვნელოვანი და მწვავე ამბავი სწორედ ესაა” – წერს სალოემ ასათიანი.

banner
წინა სტატიაშიკლინტონი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე მოიაზრებს ნატოს ყოფილ მთავარსარდალს
შემდეგი სტატიატრამპა მოსამართლეს, რომელმაც ის გააკრიტიკა, გადადგომისკენ მოუწოდა